воскресенье, 14 декабря 2008 г.

GEARN sacdeli proeqti



1.პროექტის სახელი:კოლხური კერამიკა
2.პროექტის მოკლე აღწერა: მეთუნეობის ტრადიცია სამეგრელოში თითქმის მივიწყებულია. მოსწავლეები იკვლევენ თიხის წარმოშობის ისტორიას, მის თავისებურებას და გამოყენებას მრავალმხრივი დანიშნულებით.
სრული აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან სამეგრელოში თიხის გამოყენების ისტორიას. შეისწავლიან იმ ეპოქას, როცა აქტიურად გამოიყენებდნენ თიხის ჭურჭელს, მოიძიებენ ინფორმაციას გათხრების შედეგად აღმოჩენილი თიხის ნაკეთობების შესახებ, გაავლებენ პარალელს უძველეს და თანამედროვე ნაკეთობებს შორის, რა ცვლილება განიცადა თიხის დამუშევებამ უძველესი დროიდან დღემდე.შეისწავლიან თიხის გამოყენებას სხვადასხვა დანიშნულებით, დაამუშავებენ თიხას და მისგან შექმნიან სხვადასხვა დიზაინისა და დანიშნულების ნივთებს, გაუწევენ პოპულარიზაციას თიხისა და კერამიკის ნაკეთობებს სამეგრელოში.
4. მონაწილეთა ასაკი: 12-17 წელი
5. ვადები/ხანგრძლივობა: 3/4 თვე
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას თიხაზე მუშაობის უძველეს ტრადიციებსა და მისი გამოყენების მრავალფეროვნებაზე, უკეთ გაიცნობენ თავიანთი კუთხის თავისებურებებს.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას/: შექმნიან ფოტოალბომს, ვიდეო მასალას, მოაწყობენ გამოფენას, პრეზენტაციას, ესტუმრებიან მუზეუმებს, სახელოსნოებს, ადამიანებს რომლებიც მუშაობენ თიხის ნაკეთობებზე, მოეწყობა ექსკურსიები იმ ადგილებში სადაც ხდება თიხის მოპოვება.
8. სარგებელი სხვებისთვის: გააცნობენ თავიანთი კუთხის ტრადიციებს, პოპულარიზაციას გაუწევენ თიხის ნაკეთობებს
9. სამუშაო ენა: ქართული
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ხელოვნება, ხატვა, ქართული, ისტორია, მათემატიკა, ისტ.
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12:პროექტის ფასილიტატორის სახელი: ბელქანია ჟანა, აბშილავა თამილა.
13. პროექტის ფასილიტატორის ელ ფოსტა:belkaniajana209gmail.com
14. პროექტის ფორუმი:
15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: